საგზაო უსაფრთხოება კომპანიებში: ონლაინ კურსი მენეჯერებისთვის

კრანფილდის უნივერსიტეტი, EASST და IRU-ს აკადემია

რატომ უნდა გაიაროთ ეს კურსი?

ამ სფეროში მოწინავე პროფესიონალების დახმარებით, უსაფრთხო ავტოპარკის მართვის კურსი მენეჯერების ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას ემსახურება, რათა მათ მოახერხონ ეფექტური საგზაო უსაფრთხოების მართვის სტრატეგიის წარმართვა და მონიტორინგი.

სტუდენტები მათთვის ხელსაყრელი და მოსახერხებელი გზით ისწავლიან თუ როგორ შეიძლება ავტოპარკის უსაფრთხოებამ ხელი შეუწყოს კომპანიის დაზღვევის ხარჯების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებისა და სამუშაო დროის დაკარგვის შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირებას.

ავტოპარკის მართვისას უსაფრთხო მიდგომით შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი მძღოლები, აქტივები და ყველა, ვინც გზებზე გადაადგილდება.

 

იხილეთ ვიდეო: რის შესახებ არის კურსი?

 

ინსტრუქტორები:
ინსტრუქტორები: 8 დარგის ექსპერტი, 2 კორპორაციის მმართველი
ვიდეო:
ვიდეო: 10 ლექცია, 3 საათიანი ვიდეო-მასალა
ენა:
ენა: ინგლისური, რუსული
სუბტიტრები:
ენა: ინგლისური, რუსული

 

ქართული ვერსია საგზაო უსაფრთხოების პარტნიორობის მხარდაჭერით შეიქმნა

კურსის შესახებ

კურსი შემუშავებულია EASST-ის მიერ კრანფილდის უნივერსიტეტსა და IRU-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. იგი მოიცავს 10 ვიდეო-ლექციას, რომელთაც წარმოადგენენ დარგის წამყვანი ექსპერტები, ასევე, მოიცავს სხვადასხვა ქეისებს, ანიმაციურ ვიდეოებს და ქვიზებს. გამოყენებულია ავტოპარკის მართვის სისტემების რეალური მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკა, რასაც თან ახლავს საკითხავი მასალაც.

კურსის ბოლოს თქვენ შეძლებთ:

•    თქვენს კომპანიაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზის განხორციელებას
•    მძღოლების ქცევის შეფასებასა და მართვას
•    საგზაო რისკების შეფასებას და ავტოპარკის უსაფრთხოებისთვის ახალი მიზნების დასახვას
•    ავტოპარკის ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას
•    საჭირო ტრენინგების იდენტიფიცირებასა და პროგრამების შექმნას მძღოლებისთვის
•    იმის გაგებას, თუ როგორ მოქმედებს კომპანიის მოგებასა და რეპუტაციაზე საგზაო უსაფრთხოება

შემუშავებაში მონაწილეობდნენ:

https://www.cranfield.ac.uk/https://www.iru.org/https://cpduk.co.uk/directory/profile/easst-academy

მხარდამჭერები

http://www.roadsafe.com/http://www.skanska.co.uk/http://www.tesco.comhttp://www.shell.co.uk/http://www.michelin.co.uk/http://www.globalncap.org/
 

ვისთვის არის კურსი?

ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საგზაო რისკების მართვაზე, მათ შორის მათთვის, ვინც მძღოლებს ატრენინგებს, ზედამხედველობს ან ახორციელებს მათ მონიტორინგს:

  • ავტოპარკის მენეჯერები
  • ტრანსპორტის, პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტები
  • ყველა დონის მენეჯერები, ვინც დაინტერესებულია უსაფრთხოების დანერგვით
  • დასაქმებულები ან მძღოლები, რომელთაც თავიანთი უნარებისა და CV-ს გაუმჯობესება სურთ
 

გამოხმაურება

იან პროქტერი, დირექტორი, PeopleNET.uk.com

"ეს შესანიშნავი და მნიშვნელოვანი კურსია. თქვენი პარტნიორები არიან ძალიან მაღალი დონის. კურსი ადვილადაა ხელმისაწვდომი და რაც მთავარია - აკრედიტებულია!"

ნატალი დრაისინი, დირექტორი, FIA

"მე დავასრულე EASST-ის აკადემიის ტრენინგი და ვთლი, რომ ის იყო ძალიან ინფორმატიული და გამოსადეგი! მე მას ვურჩევ ყველა ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ თავიანთი დასაქმებულები გზებზე უსაფრთხოდ გადადგილდებოდნენ. მადლობა კიდევ ერთხელ!"

ჰაიდარშო მაკულშოევი, ტაჯიკეთის ახალი თაობა

"ეს ნამდვილად ძალიან კარგი კურსია არამარტო ავტოპარკის მენეჯერებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც საგზაო უსაფრთხოების სფეროშია ჩართული."

ალი ზაერზადე, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი, Khorasan Razavi Transportation & Terminals

"მე-10 ლექცია, სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით არის ბრწყინვალე სახელმძღვანელო - პასუხი ჩემს კითხვაზე: „კარგი, და რა უნდა გავაკეთო წარმატებული გეგმის შესაქმნელად?“ ველოდები კიდევ ერთ შთამბეჭდავ კურსს EASST-ის აკადემიისგან!"

კლეიტონ ომუანგა, უსაფრთხოების მრჩეველი, Save the Children

ეს ტრენინგი ძალიან სასარგებლოა ავტოპარკების და ზოგადად მენეჯერებისათვის. კურსი პრაქტიკულია და აუცილებლად შესძენს ორგანიზაციას ღირებულებას!

 

სერტიფიკატი

ფინალური ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სერტიფიკატს კრანფილდის უნივერსიტეტის, IRU-ს აკადემიისა და EASST-ისგან.

დარეგისტრირდით და შექმენით თქვენი პროფილი. გაიარეთ კურსი სასურველი ტემპით.

Webcam Face icon

 

გაიარეთ ყველა ქვიზი და ჩააბარეთ საბოლოო გამოცდა 180 დღის განმავლობაში და მიიღეთ სერტიფიკატი.

Certificate of completion icon

გააზიარეთ და წარმოაჩინეთ თქვენი ახალი უნარები. დაამატეთ სერტიფიკატი თქვენს CV-ს პროფილს.

CV icon

 
 

ონლაინ კურსის უპირატესობები

სწავლა 24/7-ზე

Aრადგან ეს ონლაინ კურსია, თქვენ გაგაჩნიათ წვდომა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. შეგიძლიათ გამოიყენოთ სმარტფონი, ლეპტოპი ან პლანშეტი 24/7-ზე, ისწავლოთ გადაადგილების დროსაც კი.

Learn on the move icon

გეოგრაფიული საზღვრების არარსებობა

ამ კურსთან დაკავშირებით არ ასებობს გეოგრაფიული საზღვრები. მას თქვენამდე მოჰყავს დარგის ექსპერტები დისტანციური სწავლების საშუალებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტოპარკის უსაფრთხოების ტრენინგი თქვენთვის ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი.

No geo-boundaries icon

თანხის დაზოგვა

კურსი ღირს 10-ჯერ იაფი, ვიდრე მსგავსი ტრენინგი ტრადიციულ სტილში, საკლასო ოთახში. კურსის გასავლელად თქვენ არ გჭირდებათ  სამსახურიდან გათავისუფლება. შეგიძლიათ ისწავლოთ იმ  ტემპით, როგორითაც მოისურვებთ.

Save money icon

 
 

სასწავლო პროგრამა

ლექცია 1: Making the Case For Fleet Safety Management

ინსტრუქტორი : ედრიენ უოლში, დირექტორი, RoadSafe, დიდი ბრიტანეთი  
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 1 (9:53 min)

 

 

ნახვა
ამ ლექციის ნახვა უფასოდ შეგიძლიათ

ლექცია 2: Main Elements of Fleet Safety Management

ინსტრუქტორი : ენდრიუ კემპი, პროფესიული საგზაო რისკების მენეჯერი, Tesco.com
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 2 (13:10 min):

 

 

ლექცია 3: The Fleet Safety Manager

ინსტრუქტორი : ელისონ მორიარტი, ავტოპარკის საგზაო რისკების მენეჯერი, Skanska
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 3 (8:11 min):

 

 

ლექცია 4: Financial Management - Monitoring costs and keeping records

ინსტრუქტორი : ენდიუ პრაისი, რეგიონული უფროსი - მოტორიზებული ავტოპარკი, ციურიხი
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 4. Part 1 (13:45 min)

 

 

ლექცია 5: Driver Behaviour and Effective Driver Management

ინსტრუქტორი : ლიზა დორნი, ასოცირებული პროფესორი, კრანფილდის უნივერსიტეტი
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 5. Part 1 (13:04 min)

 

 

ლექცია 6: Vehicle Fleet Management

ინსტრუქტორი 1: დერეკ როუზი, ტრენინგ-ინსტრუქტორი, სატვირთო ტრანსპორტის ასოციაცია
ინსტრუქტორი 2: დევიდ უარდი, გენერალური მდივანი, გლობალური NCAP
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 6. Part 1 (09:45 min)

 

 

ლექცია 7: Managing the Work Environment

ინსტრუქტორი : მარკ სალმანი, ლექტორი, კრანფილდის უნივერსიტეტი
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 7. Part 1 (09:38 min)

 

 

ლექცია 8: Monitoring and Evaluation

ინსტრუქტორი : მარკ სალმანი, ლექტორი, კრანფილდის უნივერსიტეტი
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 8. Part 1 (7:46 min)

 

 

ლექცია 9: Corporate Standards - Being a Leader in Fleet Safety

ინსტრუქტორი 1: ბერნდ მარქსი, გენერალური მენეჯერი, საგზაო უსაფრთხოების ჯგუფი, Shell
ინსტრუქტორი 2: დარენ ლინდსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, Michelin
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Lecture 9. Video Interview 1 (7:22 min)

 

 

ლექცია 10: Development of a Fleet Management Action Plan

ინსტრუქტორი : ლიზა დორნი, ასოცირებული პროფესორი, კრანფილდის უნივერსიტეტი
მეტი აჩვენენაკლები აჩვენე

Video Lecture 10 (10:00 min)

 

 

ხშირად დასმული შეკითხვები

+
-

რა დროა საჭირო კურსის გასავლელად?

დროის ლიმიტი დაწესებული არ არის - შეგიძლიათ იმუშაოთ სასურველი ტემპით. თუმცა სერტიფიკატის მისაღებად კურსი უნდა გაიაროთ და საბოლოო ტესტი ჩააბაროთ გადახდიდან 180 დღის განმავლობაში. თუ ასე არ მოხდება,  სერტიფიკატს დაკარგავთ.

ადამიანების უმეტესობა კვირაში 4-5 საათს ხარჯავს კურსის გასავლელად, ასე, რომ უამრავი დრო გაქვთ სერტიფიკატის მისაღებად.

+
-

ხელმისაწვდომია თუ არა კურსი სხვა ენაზე?

ამ დროისათვის ხელმისაწვდომია ინგლისური, რუსული, ყაზაური და ქართული სუბტიტრები. ვმუშაბთ კურსის ბევრ სხვა ენაზე გადათარგმნაზეც, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს მენეჯერებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

+
-

რამდენი ხნის განმავლობაშია კურსი ხელმისაწვდომი?

მას შემდეგ, რაც კურსს გადმოიწერთ - ის თქვენია. შეგიძლიათ დაბრუნდეთ უკან ლექციების საყურებლად და გქონდეთ წვდომა მასალებთან ნებისმიერ დროს. კურსს არასდროს გასდის ვადა.

+
-

კურსის გავლისას ავტომატურად ავიღებ სერტიფიკატს?

არა. სერტიფიკატი მოგენიჭებათ მხოლოდ 10 ლექციის და ფინალური ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.